BBC – ფატალურ გასროლამდე ალეკ ბოლდუინს უთხრეს, რომ იარაღი უსაფრთხო იყო

იარაღი, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, მას რეჟისორის თანაშემწემ გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო – ინფორმაციას BBC სასამართლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალების თანახმად, რეჟისორის ასისტენტმა, არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ვაზნები იდო.
შემთხვევა გუშინ, 22 ოქტომბერს მოხდა. ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები