თვითმკვლელობის 5 დაუჯერებელი ისტორია და ცოცხლად დარჩენილი ბიჭი

ოცდახუთი წლის სანფრანცისკოელმა მძღოლმა ჯონ რამპერტმა ბევრჯერ სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ ყოველი მისი მცდელობა ”მარცხით” მთავრდებოდა.

საფეთქელთან მიდებული პისტოლეტი არ გავარდა… თავი გაზქურაში შეყო, მაგრამ, თითქოს განგებ, გადაუხდელობის გამო გაზი სწორედ იმ დღეს გაუთიშეს…

70 ცალი საძილე აბი გადაყლაპა, მაგრამ ამის შედეგად მხოლოდ გული აერია… მაშინ რამპერტი რკინიგზის ლიანადგზე დაუწვა მოახლოებულ მატარებელს, მაგრამ მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო.

”უიღბლო” თვითმკვლელს სასო წარეკვეთა და სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ხელ-ფეხი შეიკრა და ტბაში ჩაგორდა. მაგრამ აქაც არ გაუმართლა:

მომაკვდავი ადამიანი მეთევზეებმა შენიშნეს და წყლიდან ამოათრიეს. რამპერტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ განგება მისი გეგმების წინააღმდეგია და მას შემდეგ სუიციდზე აღარც უფიქრია.

წყარო: http://www.etanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები