ფეიხოას გემო მაყვლის, ანანასისა და მოცხარის ერთგვარი ნარევია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად – ასკორბინის მჟავას (“ცე” ვიტამინს), ასევე – ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვ. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანებიც – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.
P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს.
გარდა ამისა, რაციონში ფეიხოას ჩართვა სასარგებლოა პიელონეფრიტის დროს. თუმცა მისი მთავარი ღირსებაა იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში. გირჩევთ, საზამთროდ მოიმარაგოთ ფეიხოას კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.
სხვა სიახლეები