შემოდგომა ირმის მყვირალობის პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ირმებია გამოსახული.
გამრავლების პერიოდი ირმის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა. იგი იწყება ხურაობით, რასაც თან სდევს ირმის მყვირალობა.