ჰიპერმარკეტ “კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისგან დამზადებული აღმოჩნდა

ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, ჰიპერმარკეტ “კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისგან დამზადებული აღმოჩნდა,- ამის შესახებ ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქ გვერდზე წერს.

“2019 წლის 30 სექტემბერს, ჰიპერმარკეტ “კარფურში“(აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შევიძინეთ ი.მ. “ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული “სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი”,-წერს მომხმარებელი.

“რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეტიკეტზე მითითებული არ არის, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, “კარფურში“ და მწარმოებელთან უკვე გაგზავნილია.

კომენტარები

სხვა სიახლეები