ამერიკელმა კალათბურთელმა, ოჰაიოს გუნდის მოთამაშემ, დიჯეი კუპერმა ნარკოტიკებზე შემოწმებისთვის ანალიზი ჩააბარა – პასუხი კი კურიოზული აღმოჩნდა. ტესტმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი “ორსულადაა”. საქმე ისაა, რომ კუპერმა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა სცადა. ნაკრებში მოხვედრამდე მას სავალდებულო შემოწმება ნარკოტიკებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე მოუწია. დიჯეი კუპერმა ნარკოტიკების ტესტისთვის თავის არიდება ნაცადი ხერხით სცადა – მან საკუთარის ნაცვლად მეგობარი გოგონას შარდი ჩააბარა, თუმცა ხრიკი არ გაუვიდა – მისი შეყვარებული ორსულად აღმოჩნდა.
ცხადია, კალათბურთელი შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა და თაღლითობისთვის დისკვალიფიკაციაც მიიღო. მას თამაშის უფლება 2020 წლამდე ჩამოერთვა.