მიშელ ობამამ ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო (ფოტო)

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა საკუთარი წიგნის “Becoming-ისადმი” მიძღვნილ ტურნეს ფარგლებში მინესოტას შტატში გამოჩნდა. გარდა მნიშველოვანი შეხვედრისა ობამამ საზოგადოების ყურადღება ჩაცმულობითაც მიიქცია. ამერიკელების საყვარელმა ყოფილმა პირველმა ლედიმ ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის სამოსი მოირგო და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიშელმა კომახიძის დიზაინით შექმნილი სამოსი მოირგო, 2018 წლის ის იმავე ტურნეს ფარგლებში სწორედ Koma-ს კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი ვიხილეთ.
ცნობისთვის, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ქართველი დიზაინერების სამოსს ხშირად ირგებს. რამდენიმე თვის წინ მიშელ ობამა წიგნის პრეზენტაციაზე დემნა გვასალიას “გაზაფხული-ზაქფხულის” კოლექციიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლუქით წარსდგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები