დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარებული ხალხის დასახმარებლად გაერთიანებული თბილისი (ფოტოკოლაჟი)
დახმარების სურვილითა და სინერგიით გაერთიანებული ქართული საზოგადოება და უანგაროდ გაღებული სიკეთე.
გუშინ ქვეყანაში საზარელი ტრაგედია მოხდა. თბილისში დიდ დიღომში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი მცირეწლოვანია, 7 – დაშავდა, კორპუსის ათობით ბინადარი კი საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა.
მოსახლეობა ყველანაირი გზით ცდილობდა დაზარალებულებისთვის დახმარების ხელი გაეწვდინა. ზოგი თავშესაფარს სთავაზობდა მათ, ზოგი სისხლის ჯგუფს წერდა და საჭიროების შემთხვევაში მზად იყო გაეღო ის. ზოგიერთი დაწესებულება მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, რათა ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანები შეეფარებინათ. არაერთმა ადამიანმა კი საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ინციდენტის შემსწრე ბავშვები შოკური მდგომარეობიდან გამოეყვანათ და ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა.