სულიერი ტრანსფორმაციის ტრენერი, ლევან მათითაშვილი ფეისბიუქის პირად გვერდზე სამოტივაციო გზავნილს ავრცელებს:
“ბედნიერ ღიმილს, ცრემლიც თან ახლავს და პირიქით.
ყველასთან, ერთი საკომუნიკაციო ენა არ არსებობს და ეს ნორმალურია.
შენ თუ განიცდი, რომ ვინმეს ვერ ეკონტაქტები და ფიქრობ, რომ ის დაკარგე, ეს ასე არ არის.
არავინ, არავის არ კარგავს, უბრალოდ აღარ საუბრობთ და არ კონტაქტობთ ფიზიკურ შრეში.
არც ის არ არის ცუდი და არც შენ არ ხარ ცუდი.
საერთო, სასაუბრო ენა არ გაქვთ უბრალოდ და მეტი არაფერი.
ბევრი უხილავი კავშირები არსებობს ისედაც თქვეს შორის, რომელიც ძერწავს სამყაროს, იგივე სიყვარულს და არ არის საჭირო შეთხლეშვა, შეზელვა და ერთმანეთის ლოყაზე დაჯდომა.
ხოლო, რაც უფრო ყალბი ხარ
შენ, მით უფრო დიდი საურთიერთო წრე გყავს და რაც უფრო გულახდილი ხარ, მით უფრო მარტო რჩები, ოღონდ მარტო ყოფნა არ ნიშნავს ცუდად ყოფნას, პირიქით, რაც უფრო მარტო ხარ, მით უფრო უპირობოდ ყველასთან ხარ ფიზიკური და მატერიალური ყოფის მიღმა:, – წერს მათითაშვილი.