სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი და 2000-იანი წლების ყველა თინეიჯერისთვის საყვარელი ჯგუფის “ტოკიო ჰოტელის” გიტარისტი ტომ კულტცი დაინიშნენ.
წყვილი ნიშნობამდე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს.
45 წლის გერმანელმა მოდელმა, 29 წლის კულტცზე დანიშვნის შესახებ “ინსტაგრამზე” ორშაბათს დაპოსტა. კლუმმა სოციალურ ქსელში წყვილის შავ-თეთრი სურათი გამოაქვეყნა, სადაც მოდელი თავის ბრილიანტის ბეჭედს აჩვენებს. ფოტოს კი წარწერას ურთავს თან – “მე ვთქვი კი”.
წყვილის ურთიერთობა 2018 წლის მაისში გახდა ყველასთვის ცნობილი. ამასთან, კლუმს წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.
სხვა სიახლეები