არიან თუ არა ანჯელინა ჯოლი და ჯარედ ლეტო ერთად

ამერიკული ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ანჯელინა ჯოლი ფარულად ხვდება ჯარედ ლეტოს. ამას ამერიკული ტაბლოიდური მედია დიდი ხნის წინათაც წერდა, თუმცა ყოველ ჯერზე ამ ჭორების უარყოფა ხდებოდა.
ამჯერად კი ტაბლოიდი “Star” ირწმუნება, რომ ენჯი და ჯარედი ნამდვილად შეყვარებულები არიან და მათ ეს ინფორმაცია ინსაიდერმა ახლო წყარომ დაუდასტურა. როგორც წყარო ამბობს, ჯარედი რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა ენჯის იმ ფილმთან დაკავშირებით, რომლის სცენარის თანაავტორიც თავად არის. მათ დროის ერთად გატარება დაიწყეს. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე გრძნობებმა იფეთქა და ახლა ეს ორი ვარსკვლავი განუყრელად ერთად არის.
წყაროს ცნობითვე, ჯარედ ლეტო იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ ანჯელინას სულიერად ამხნევებს და სწორედ მის გამოა, რომ ის ახერხებს ემოციურად არ დაეცეს. როგორც გამოცემა წერს, როგორც კი ანჯელინა ჯოლი განქორწინების პროცესს დაასრულებს, მას სურს მათი ურთიერთობა საჯარო გახადოს.
თუკი ეს ისეა, როგორც ამერიკული ტაბლოიდი წერს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ვიხილავთ მსოფლიოს ლამაზმანის გვერდით ნამდვილად არის „ალექსანდრე მაკედონელის“ ვარსკვლავი თუ ის, კვლავ მარტოხელა დედად რჩება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები