ქალმა 13,000 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა

თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავში, ფრენის დროს, კონგოელმა ქალმა იმშობიარა. თვითმფრინავი გაბონის დედაქალაქიდან სტამბულში მიფრინავდა.
21 წლის მუსუამბა მიჩუკაემბეს მშობიარობა მაშინ დაეწყო, როდესაც თვითმფრინავი კინშასას აეროპორტიდან სამი საათის აფრენილი იყო. მეანობა თავის თავზე მისმა მეუღლემ, პროფესიით ექიმმა აიღო. მას თვითმფრინავის ეკიპაჟიც აქტიურად ეხმარებოდა. ამ დროს, ბორტი დედამიწიდან 13,000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ქალისთვის თვითმფრინავის უკანა ნაწილი გაათავისუფლეს და შესაბამისი სივრცე მოაწყვეს. საბედნიეროდ, ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
სტამბულში ჩაფრენამდე ბორტის პილოტმა აეროპორტში პრიორიტეტული დაფრენა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ექიმები მოითხოვა.
პილოტის თქმით, შეეძლოთ მშობიარობის შემდეგ თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დამჯდარიყო, მაგრამ ვინაიდან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფრენის გაგრძელება გადაწყდა, რამაც კიდევ 4 საათს გასტანა.
როგორც სტიუარდესა ფატმა აკუზმამ მედიას უამბო, ეკიპაჟი ხუმრობდა, რომ თვითმფრინავი 144 მგზავრით აფრინდა, ხოლო დაშვება 145 მგზავრით განახორციელა.”
რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ამ ფრენის მთავარ გმირ ბიჭუნასთან ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები