მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსმა CladeX -მა შეიძლება მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის პროვოცირება მოახდინოს.
ამ მომენტისთვის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორებისთვის ცნობილია, რომ ამ ვირუსის ახალი შტამით დაინფიცირებულია 400-მდე ადამიანი, ლეტალური შედეგების რიცხვი კი, 50-მდე გაიზარდა. ამ ავადმყოფობის პირველი აფეთქება გერმანიასა და ვენესუელაში დაარეგისტრირეს. ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი „რესპირატორული“ დაავადებების ოჯახს ეკუთვნის, რადგან პაციენტებს ხშირად აქვთ ხველის და თავის ტკივილის ჩივილები. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ვირუსით დასნებოვნება ადვილია, პირველი სიმპტომები კი გაციებას ან წითელას ჰგავს. ამ დაავადებას სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს, დასნებოვნებას და ლეტალურ შედეგს კი, მხოლოდ რამდენიმე კვირა ჰყოფს.
იმ ადამიანებში, რომლებიც სწორ და დროულ მკურნალობას არ მიიღებენ, მაღალია ენცეფალიტით დასნებოვნების და კომაში აღმოჩენის რისკი. თუმცა არც ეს არის ყველაზე სახიფათო, რასაც მეცნიერები გვეუბნებიან. მათ გაარკვიეს, რომ თუ კი ვაქცინა დაგვიანებული იქნება, ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ჩვეულებრივი გრიპივით დაიწყოს ადამიანიდან ადამიანზე გადასვლა.
ასეთი მომაკვდინებელი „კონტაქტის“ შედეგი კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონი ადამიანის დასნებოვნება შეიძლება გახდეს.
სხვა სიახლეები