ბელგია ელექტრონული მუსიკის პრესტიჟულ ფესტივალს – Tomorrowland-ს მასპინძლობს, რომელშიც ფესტივალის ისტორიაში პირველად ქართველი DJ გიორგი ქადარიაც მონაწილეობს.
ფესტივალი 500-მდე DJ-ს უმასპინძლებს, მაყურებელი კი წელს მსოფლიოს 75 ქვეყნიდან ჩავიდა. ამ ფონზე ნამდვილად პრესტიჟულია ქართველი დიჯეის გამოსვლა ფესტივალზე.
„ილოცეთ ჩემთვის“, – ასეთ გზავნილს უტოვებს საქართველოს გიორგი ქადარია.
“ასეთ დროს განცდების აღწერა რთულია… რადგან არ იცი, საიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების მნიშვნელობის შესაბამისად – ვღელავ და მინდა, რაც შეიძლება კარგად წარმოვჩინდე…
მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოს 67 ქვეყნიდან ჩამოსული მაყურებელი ერთად პირველად მოუსმენენ ქართველი DJ-ს შესრულებას ამ ფესტივალზე… მოლოდინი ძალიან მაღალია მსმენელთაგან, ისინი Tomorrowland-ზე მხოლოდ საუკეთესოს ელიან. იმის მიუხედავად, ხარ შენ ცნობილი DJ თუ არა… ასე რომ, ილოცეთ ჩემთვის… – განაცხადა კვირასთან საუბრისას გიორგი ქადარიამ.
სხვა სიახლეები