ლეგენდარული მომღერალი ბონი ტაილერი მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი, ბონი ტაილერი, პორტუგალიის ქალაქ ფარუში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ნაწლავზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი ექიმებმა არტისტი მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს, რათა აღდგენის პროცესი გაეადვილებინათ.

74 წლის მომღერლის წარმომადგენლების განცხადებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რეაბილიტაციისთვის ორგანიზმს დამატებითი დრო და კონტროლირებადი მდგომარეობა სჭირდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს ნაწლავის პერფორაცია დაუდგინდა — მძიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ბონი ტაილერი, რომლის ნამდვილი სახელიც გეინორ ჰოპკინსია, მსოფლიო პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა ჰიტებით — „Total Eclipse of the Heart“, „Holding Out for a Hero“ და „It’s a Heartache“.

არტისტი ბოლო წლებში პორტუგალიაში ცხოვრობს და მიმდინარე წელს ევროპული ტურნეც ჰქონდა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უცნობია, გადაიდება თუ არა დაგეგმილი კონცერტები.

კომენტარები

სხვა სიახლეები