ოსკაროსანი ქეით უინსლეტი, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ მსახიობად არის მიჩნეული, არასოდეს კარგავს თავის გლამურს წითელ ხალიჩაზე გავლისას. თუმცა, მისი აზრით, ქალები ხშირად ზედმეტად შიშვლდებიან იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ. „ჩემთვის ცოტა არ იყოს არაკომფორტულია იმის დანახვა, რომ ქალები საკუთარი თავის პრეზენტირებას ისე ახდენენ, რომ ადამიანები დააშტერდნენ და ეს არ ხდება სწორი მიზნებისთვის.“-აცხადებს უინსლეტი.
„როდესაც ოთახში შევდივარ, იმედი მაქვს, რომ ადამიანებთან საინტერესო საუბარი მექნება. მე არ მაინტერესებს, ისინი მიყურებენ თუ არა, პირიქით, მირჩევნია ასე არც იყოს.“
სხვა სიახლეები