ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლებს ბრედი და ლეო შეასრულებენ – “მინდა იმ ჰოლივუდის ისტორია მოგიყვეთ, რომელიც უკვე აღარ არსებობს”

“ერთხელ ჰოლივუდში” – ასე ერქმევა კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, სადაც მონაწილეობას ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო მიიღებენ. ლეონარდო რიკი დალტონის როლის შემსრულებელი იქნება, რომელიც აღმოსავლური ტელესერიალების ყოფილი ვარსკვლავია, ბრედ პიტი კი მისი ასისტენტის, კლიფ ბუტის როლში მოგვევლინება.
წინასწარი ინფორმაციით, ფილმი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟეტი 1969 წელს განვითარდება. როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის სცენარზე 5 წელი მუშაობდა და სურს, იმ ქალაქის ისტორია მოუთხროს მაყურებელს, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.
“სცენარზე 5 წელი ვიმუშავე, ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოს-ანჯელესში მაქვს გატარებული, მათ შორის, 1969 წელიც, როცა 7 წლის ვიყავი. ძალიან მინდა, ამ ქალაქის და ჰოლივუდის ისტორია მოგიყვეთ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. მიხარია, რომ დიკაპრიო და პიტი გაინაწილებენ რიკის და კლიფის პერსონაჟებს”, -განაცხადა ტარანტინომ.
ფილმის გადაღებები 2018 წლის ივნისში დაიწყება, ხოლო პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოსაა დაანონსებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები