უზბეკეთში, სკოლის მოსწავლეებს გინეკოლოგიურ შემოწმებებს უტარებენ

უზბეკეთში, სამარყანდის ოლქში, მასობრივად დაიწყეს იმ ​საშუალო სკოლების უფროსკლასელი და კოლეჯის სტუდენტი გოგონების გინეკოლოგიური შემოწმება, რომლებმაც ნაადრევად დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება.
​სამარყანდის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, გოგონების გინეკოლოგთან გაგზავნა, მიზნად ისახავს სუიციდის ფაქტების თავიდან აცილებას, რასაც გოგონები ხშირად მიმართავენ შერცხვენის თავიდან აცილებისა და არასასურველი ოსრულობის დროს, როდესაც ადრეულ ასაკში კარგავენ ქალიშვილობას. მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობას გინეკოლოგი შეაფასებს, გოგონას მშობლები კონსულტაციას ფსიქოლოგთან გადიან.
გინეკოლოგიური შემოწმების შედეგად, მთელს ოლქში ათობით ფეხმძიმე გოგონა გამოავლინეს, ამის შესახებ კი, ექიმები, პედაგოგებსა და მხოლოდ პაციენტის მშობლებს აცნობებენ, – ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ​სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, გინეკოლოგიური შემოწმების შემდეგ, მისი ორსულობის შესახებ მალევე შეიტყო მისმა მეგობარმა სტუდენტმა.
სამარყანდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ახალგაზრდა გოგონების გამოკვლევებზე მასობრივად გაგზავნის გადაწყვეტილება უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიაევის გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს შორის თვითმკვლელობის ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით.
უზბეკეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო ხანებში სამაყრანდში 145 ქალმა და გოგონამ მოიკლა თავი.

კომენტარები

სხვა სიახლეები