არავის მოსწონს წიგნის კითხვა სხვა ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ გამონაკლისი, როდესაც საქმე ეხება ჩინეთის გასაოცარ ბიბლიოთეკაში ვიზიტს. მისი წარმოუდგენელი დიზაინი და უზარმაზარი სფეროსებრი აუდიტორია გიგანტურ თვალს წააგავს.
ეს ხუთსართულიანი ბიბლიოთეკა ბინჰაის რაიონში მდებარეობს. მის პროექტზე, ტანცზინის საქალაქო დიზაინის ინსტიტუთან ერთად, ჰოლანდიური დიზაინერული ფირმა MVRDV მუშაობდა. ბიბლიოთეკას, რომელიც 34 000 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და 1,2 მილიონ წიგნს ინახავს, “ბინჰაის თვალი” შეარქვეს.
მას სამი წლის განმავლობაში აშენებდნენ. პირველ სართულზე სამკითხველო ზონაა განლაგებული, შემდეგ სართულებზე _ დასასვენებელი ზონა; ოფისები, კომპიუტერები, საკონფერენციო და აუდიო დარბაზები კი სულ ზევით, მეხუთე სართულზეა. ძნელად სათქმელია, რამდენად პროდუქტიული იქნება სწავლა ამ ბიბლიოთეკის კედლებში. მთელ ჩვენ ყურადღებას, სავარაუდოდ, ფანტასტიური არქიტექტურა მიიპყრობს.