“ძაღლი არის ოჯახური ერთგულების ნიშანი…” – ასტროლოგი 2018 წელს ბევრ ქორწინებას პროგნოზირებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ძაღლის წელიწადი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, ბევრად კონსერვატიული და სერიოზული იქნება, ვიდრე განვლილი სამი წელი.

“ჯერ უნდა აღრეულიყო სიტუაცია, რომ მერე ნელ-ნელა დალექილიყო და ყველას დაენახა, ვინ რას წარმოადგენდა, ვინ დარჩება და ვინ წავა. ამას ყველაფერს შეაჯამებს და ორგანიზებულ იერსახეს მისცემს ძაღლის წელიწადი. ძაღლი რადგან არის ოჯახური ერთგულების ნიშანი, გვაძლევს საშუალებას, რომ გავმრავლდეთ. იქნება ბევრი ქორწინებები. ახლა რა პაერიოდსაც გავდივართ, სიყვარული და ვნება ხვდება ერთმანეთს, ეს გვაძლევს იუპიტერს, გამარჯვებას. ახლა ჩასახული ბავშვები დაიბადებიან ძაღლის წელში და იქნება საკმაოდ დიდი რაოდენობა”, – განაცხადა ასტროლოგმა.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები