კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები გაშიშვლდნენ (ფოტო)

კემბრიჯის უნივერსიტეტში „საუკეთესო დუნდულების“ (Cambridge Best Bums Competition) ყოველწლიური კონკურსი დაიწყო.

მასში მონაწილეობა ათმა სტუდენტმა მიიღო. მათ ჟიურისთვის უნდა წარედგინათ საკუთარი შიშველი ფოტოები ლადშაფტის, ან არქიტექტურის ფონზე.

როგორც გამომცემლობა The Daily Star წერს, ხმის მიცემა უკვე დაიწყო, ხოლო როდის იქნება კონკურსის შედეგი ჯერჯერობით უცნობია. როგორც აღმოჩნდა ეს კონკურსი უნივერსიტეტში უკვე მეექვსე წელია, რაც ტარდება.

გასულ წელს ფინალისტებს შორის ექვსი გოგო და ექვსი ვაჟი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა მონაწილეებს უფლება ჰქონდათ ფოტოები ქვედა საცვლებში გადაეღოთ, მაგრამ უკლებლივ ყველა სრულიად შიშველი წარსდგა.

კემბრიჯის უნივერსიტეტი – უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთი უძველესი მსხვილ უნივერსიტეტთა შორის.

კომენტარები

სხვა სიახლეები