მე დღეს სახლ-კარის გარეშე ვარ დარჩენილი,-ამის შესახებ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას ცხოვრება ეკონომიურად მძიმე ვითრებაში უწევს.
ამ თემაზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ რა ხან საქმე საქმეზე მიდგა ვიტყვი, რომ დღეს სახლ-კარის გარეშე ვარ დარჩენილი. ძალიან მძიმე ეკონომიური მდგომარეობაში ვარ დარჩენილი. მინდოდა მარჯანიშვილის თეატრში კონცერტის გაკეთება და ორჯერ მქონდა მცდელობა რომ ჩამეტარებინა, მაგრამ როდესაც მივედი მერიაში ისე მოხდა, რომ როგორც ჩონჩხს ჩამოაცლი ხელს ფეხს, რაღა უნდა დარჩეს? აღარაფერი დარჩა და უარი ვთქვი.
ორჯერ ვუთხარი მარჯანიშვილის თეატრს, რომ ვეღარ ჩავატარებ კონცერტს. მან უცხოელი მომღერლების საქართველოში ჩამოყვანაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას ეს აუცილებლად სჭირდება. მე ბევრი ვარსკვლავის კონცერტზე ვარ ნამყოფი და ეს სჭირდება ქვეყანას. რატომაც არა 21-ე საუკუნეში, მაგრამ არა ჩვენი კულტურის მუშაკების, ჩვენი ხალხის შიმშილის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩემი კონცერტიც არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის შიმშილის ხარჯზე,-აღნიშნა მომღერალმა.