„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე საინტერესო კურიოზი მოხდა – თავდაპირველად გამარჯვებულად მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ დაასახელეს. ჰოლივუდელმა მსახიობმა, უორენ ბიტმა, რომელმაც გამარჯვებული ფილმი დაასახელა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას შეცდომით სხვა კონვერტი მისცეს. „ლა ლა ლენდის“ გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და მადლობის სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, თუმცა ისინი შეაჩერეს და უთხრეს, რომ სინამდვილეში საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ „მთვარის შუქს“ გადაეცემა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=rvK-g1rehpU[/youtube]