ჰოლივუდში ოუშენზე მორიგ ფილმს, „ოუშენის 8 მეგობარი ქალი“ იღებენ (ფოტო,ვიდეო)

ჰოლივუდში ცნობილი ფილმის, „ოუშენის 11 მეგობარი“ გაგრძელებას იღებენ.
ფილმის სახელწოდებაა „ოუშენის 8 მეგობარი ქალი“. მისი პრემიერა 2018 წლის ივნისში იგეგმება.
ფილმის რეჟისორია ჰარი როსი. იქ 8 ცნობილი ჰოლივუდელი ლამაზმანი – სანდრა ბალოკი, ქეით ბლანშეტი, რაიანა, ენ ჰეთუეი, ჰელენა ბონემ კარტერი, მინდი კეილინგი, სარა პოლსონი და ნორა ლამი მონაწილეობენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ კიმ კარდაშიანი და მისი დები – 19 წლის კაილი და 21 წლის კენდალი.
ცნობისთვის, ოუშენზე და მის 11 მეგობარზე პირველი ფილმი 1960 წელს გადაიღეს. მასში მთავარი როლები ფრენკ სინატრამ, დინ მარტინმა და სემი დევისმა შეასრულეს. 40 წლის შემდეგ, სტივენ სოდერბერგმა ფილმის რიმეიკი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლები ჯორჯ კლუნიმ, ბრედ პიტმა, მეტ დეიმონმა და ჯულია რობერტსმა შეასრულეს.


[youtube]https://www.youtube.com/watch?v=98efJUhm8ag[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები