ჯონი დეპი ემბერ ჰერდს გაეყარა

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯონი დეპი თავის მეუღლეს ემბერ ჰერდს რვათვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გაეყარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესის სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მანამდე უკვე ყოფილი მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ დეპი ხერდს შვიდ მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. ამ თანხიდან 200 ათასი უკვე გადარიცხულია, ხოლო დარჩენილი მან 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს.
გარდა ამისა ემბერ ხერდს ოსი ძაღლი და ცხენი, ასევე “რეინჯ როვერის” და “ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტომობილები დარჩება. დეპს კი მთელი დანარჩენი ქონება, მათ შორის მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონება დარჩება.
53 წლის დეპი და 30 წლის ხერდი 2015 წელს დაქორწინდნენ. თუმცა 2015 წელს განაცხადეს, რომ გაყრას აპირებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები