როგორ აღმოჩნდა მარიშკა „ჩემი ცოლის დაქალებში” და რა საერთო აქვს „ბარბარე მანტკავასთან”

„ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი მარიშკა ჯავახაძე (ბარბარე მანტკავა) 28 წლისაა. პროფესიით მსახიობი არაა, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მარიშკა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი რეხვიაშვილის მეუღლე იყო.
“შემთხვევით ერთ-ერთ კლუბში გავიცანი 2 წლის წინ. მარტივად მივიღეთ დაქორწინების და შემდეგ განქორწინების გადაწყვეტილება. ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად”, – ამბობს მარიშკა “სარკესთან” ინტერვიუში.
მან ცოტა ხნის წინ შემთხვევით გაიცნო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი ირაკლი საღინაძე და როდესაც ფეისბუქზე დამეგობრდნენ, მისი ფოტოების ნახვის შემდეგ სერიალის სინჯებზე დაუძახეს.
“ბარბარესთან საერთო მხოლოდ ის მაქვს, რომ მის მსგავსად წესრიგის მოყვარული ვარ და ბარბარესავით ჯერჯერობით მეც მარტო ვარ” – აღნიშნა მარიშკამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები