სვანური ქუდის ისტორია – რამდენი ფერისგან შედგება სვანური ქუდი და რა რელიგიური დატვირთვა გააჩნია მას

სვანური ქუდი სამი ფერისაა. ეს მისი კიდევ ერთი საიდუმლოებაა. შავი ფერი-ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები,
თეთრი-ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები,
ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადამიანები.
ცოდნას ფერთა მნიშვნელობის შესახებ მოიცავს თეთრი და შავი, ხოლო მათი შერევა ნაცრისფერს გვაძლევს, რომელიც ერისკაცის თავსაბურავია ნიშნად იმისა, რომ იგი ფლობს ცოდნას ქვესკნელისა(შავისა) და ზესკნელისა(თეთრისა), ამიტომ ნაცრისფერი ქუდი შეიძლება დაიხუროს საერო მოძღვარმა, შავი ქუდი კი ბერმა.

იესო ქრისტემ ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვა ადამისა და გვაუწყა, მამაკაცი არისო თავი დედაკაცისა, აგრეთვე დედაკაცმა თავი დაიფაროსო ლოცვის დროს, ხოლო მამაკაცმა ქუდი მოიხადოსო.

“სვანური ქუდის პირველი წრე დედაკაცის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს ,,თხემის ადგილს“, აგრეთვე, თავის არე, რომელსაც ეს ქუდი ფარავს, არის თხემის ადგილი,სადაც გადაიკვეთება ქუდზე ჯვარი. მამაკაცი დახურვისა და მოხდის დროს ჯვრის შუა ადგილს ეხება, ჯვრის გადაკვეთის ადგილას არის ჯვარზედ გაკრული მაცხოვრის თავი. სვანური ქუდი არის მძივი მარგალიტის, მდოგვის მარცვლისოდენი რწმენის სიმბოლოდ არის გაკეთებული გრეხილ ძაფზედ. ხოლო უსუპის სიმბოლო ფოჩი – დიდებულების სიმბოლო, მიანიშნებს იმაზე, რომ მამაკაცი არის მაკურთხებელი, წყლის კურთხევის ანუ იესო ქრისტეს ღმერთად განცხადების, მისი ჩასვლით იორდანეში, წყლით მონათვლისა და სხურების. სვანური ქუდი მთელი მისი გარეგნული ფორმით ლამპარს ჰგავს, ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი ქუდს მოიხდის და ფოჩს ამოაბრუნებს, რათა ამ ძაფით ქუდი ჩამოკიდოს.

დავით ლიპარტელიანი

კომენტარები

სხვა სიახლეები