ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ საახალწლო საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო საქველმოქმედო გალა კონცერტს – ნინო სურგულაძე და მეგობრები 28 დეკემბერს, 21:30 საათზე გამართავს.
​როგორც “სითი კვირას” ნინო სურგულაძემ განუცხადა, ამჯერად აქცენტი ქართულ მუსიკაზე გაკეთდება. შესრულდება ყველასათვის  ცნობილი და საყვარელი ქართული ნაწარმოებები. იქნება ბევრი სიურპრიზი.
“ყველა ერთად ვეცდებით, კიდევ, რამდენიმე სიცოცხლე გადავარჩინოთ და ახალ წელს ყველა ერთად, უფრო ბედნიერები შევხვდეთ”, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.
​მისივე ინფორმაციით, ​კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში  პირველად ჩამოვლენ: კორსიკული ჯგუფი „სარტენე“, გენიოსად აღიარებული ფრანჩესკო ტასკაიალი, უნიჭიერესი პიანისტი და შოუმენი ოლივერ პული, შოტლანდიიდანსპად დი ფაიფერი, იტალიური ჯგუფი “ილ დივოს” წევრები.
​ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ქართული ანსამბლები, გორის ქალთა კამერული გუნდი, ანსამბლები: “რუსთავი”, “ირიაო“, “გეორგიკა”, “ბასიანი”, “ქართული ხმები”. დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილის ხელძღვანელობით.
მომღერლები: ნინო სურგულაძე, სოფო კაკულია, ნიკა ნიკაშვილი.
კონცერტის გენერალური პარტნიორია “სოკარი”, მასპინძელი „რუმსი“.
​ბილეთები იყიდება: ბილეთები.ჯი -ზე და ფილარმონიის სალაროებში.

წყარო:http://www.city.kvira.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები