ილიკო სუხიშვილის ემოციური მიმართვა მოცეკვავეებს (ვიდეო)

სუხიშვილების ევროპული ტურნე წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, ქართული ნაციონალური ბალეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას თან ახლავს ვიდეორგოლი სათაურით: ევროპული ტურნეს შეჯამება და შეფასება ჩვენს მეორე სახლში, ავტობუსში. ვიდეორგოლში მოცეკვავეებს ილიკო სუხიშვილი მიმართავს. ილიკო სუხიშვილი მოცეკვავეებს მადლობას უხდის და 2017 წლის ტურს გახსნილად აცხადებს. ანსამბლის წევრები ქორეოგრაფის მიმართვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=WHAt32Dx7eo&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები