ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ჯიჯი ჰადიდმა, რომელიც შოუს წამყვანი იყო, მელანია ტრამპის პაროდია გააკეთა.
მონოლოგის დროს მოდელმა ამერიკის მომავალ პირველ ლედის მიბაძა და მისი აქცენტით თქვა: ,,მე მიყვარს ჩემი ქმარი, ბარაკ ობამა და ჩვენი შვილები, საშა და მალია”.
ამ ფრაზით ჯიჯი ჰადიდმა პლაგიატის იმ შემთხვევაზე იხუმრა, როდესაც მელანია ტრამპმა მიშელის ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტი საკუთარი გამოსვლისთვის გამოიყენა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Q1DV1oJoDBY[/youtube]