პაკისტანის კინოთეატრებმა ინდური ფილმები აკრძალეს

პაკისტანის კინოთეატრებმა ინდური ფილმების ჩვენება აკრძალეს. ეს გადაწყვეტილება „პაკისტანის შეიარაღებულ ძალებთან სოლიდარობის ნიშნად“ არის მიღებული. ბოიკოტი პაკისტანში უდიდეს ქალაქებში ყარაჩიში, ლახორში და ისლამაბადში გამოცხადდა.
კინოთეატრების ადმინისტრაცია ინდური ფილმების ჩვენებას ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებამდე არ აპირებენ. ამასთანავე ისინი აღიარებენ, რომ სერიოზულ ზარალს განიცდიან, ვინაიდან ინდური ფილმები პაკისტანში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პაკისტანის კინოინდუსტრია ბოლივუდთან კონკურირებას ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
პაკისტანის და ინდოეთის ურთიერთოების ქაშმირში კონფლიქტის გამო გამწვავდა. პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მხრიდან პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოსახლეობას სახლებს ტოვებს, ვინაიდან შეტაკებების ეშინია.
მხარეები მდგომარეობის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები