ქართველები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ერად აღიარეს!

ყველა ევროპელი მოგზაური, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან საქართველოში, ერთხმად აღიარებენ ჩერქეზი და ქართველი ქალების სილამაზეს და მომხიბლაობას. ამ აზრს იზიარებენ თურქები, არაბები, სპარსელები, რომლებიც ისურვებდნენ თავიანთი ერი ქართული სისხლით გაეკეთილშობილებინათ, რასაც სპარსელებმა მიაღწიეს კიდეც“.
(იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი და კლასიკური, გერმანული ფილოსოფიის ფუძემდებელი).
„სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური, შარდენი ამბობს, რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან ხშირი ქორწინების გამო. პერსიაში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი დედა არ ჰყავს“. (ჩარლზ დარვინი – ინგლისელი ნატურალისტი და მოგზაური).
„ქართველი ერი მთელს აღმოსავლეთში, და კიდევ, მე ვიტყოდი, მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. აქ მე ვერ ვნახე ვერც ერთი მახინჯი კაცი და ქალი. ქართველთა უმეტესობა ისეთი ხიბლითაა დაჯილდოებული, როგორსაც ვერსად ნახავთ“. (შარდენი. 1671 წელი).
„ყველაზე ლამაზი ხალხი მსოფლიოში, არისტოკრატული ნაკვთებით ქართველი ერია.“ (რიცელი. გერმანელი მეცნიერი).
“ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზები არიან. საქართველოში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცდუნებაში არ ჩავარდეს კაცი.” (ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა).
„ქართველები მეომრები არიან. მათ იციან სიამოვნების ფასი. სამზარეულო და ცეკვები მათი ძლიერი ეროვნული თვისებაა. ბაღებსა და ტერასებში ხშირად ნახავთ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც ცეცხლოვან ცეკვებს ასრულებენ“.
„ქართველები გარეგნულად ყველაზე ლამაზი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან მსოფლიოს მასშტაბით. ისინი მაღლები არიან, აქვთ ნაზი და ღია ფერის კანი, შესანიშნავი თმები და დიდი თვალები. ქართველები კეთილშობილი, ალერსიანები არიან და საოცრად სტუმართმოყვარენი“ (რუსეთის იმპერიის გეოგრაფია. 1892 წელი).

„ქართველები უშიშარი მეომრები არიან. სპარსელები მათ „გურჯებს „ ეძახდნენ, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს. მათ ქვეყანას კი – გურჯისტანს, ანუ, მგლების ქვეყანას“.
დევიდ ლენგი „ქართველები, სიწმინდეების დამცველები“.

წყარო:http://timepress.net

კომენტარები

სხვა სიახლეები