ვასო ფხაკაძის მოდელი მეუღლე: „მის თბილისის“ კონკურსს კრიტერიუმები არ ჰქონდა

„კომედის შოუს“ მსახიობის ცოლი ლიკუნა მეტრეველი „მის თბილისის“ კონკურსს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მოედლი აკრიტიკებს კონკურსს და იმედი აქვს, მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.
“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. რამდენიმე დ13296204_1020551344648671_657022573_nღეა “მის თბილისის” თემას მინდა გამოვეხმაურო, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეფასების უნარი უნდა გქონდეს ადამიანს და იმის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, თუ რა სფეროში სცადო თავის დამკვიდრება.
მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ჩემგან მომღერალი არ გამოვა, ვერ გამოვა და არც შეიძლება, რომ გამოვიდეს. ასევე სხვა ბევრ პროფესიას, თუ ჰობს არ შეესაბამება ჩემი შესაძლებლობები.
მოდი, ყველამ ის ვაკეთოთ, რაც, შეძლებისდაგვარად, კარგად გამოგვდის. არავის ვაკრიტიკებ, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო “თავის სფეროში”, თუ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაინც მგონია, რომ ორგანიზატორების და, ზოგადად, კონკურსის „კრიტერიუმების“ (ნუ კრიტერიუმები არ ჰქონდათ ფაქტობრივად) ბრალია. იმედია, მომავალში გაითვალისწინებენ და 2016 წლის კონკურსი მაგალითი იქნება“, – განაცხადა ლიკუნა მეტრეველმა ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები