რატომ აკოცა ჯონი დეპმა წამყვან ჯიმი ქიმელს ტუჩებში (ვიდეო)

მსახიობმა ჯონი დეპმა მომღერალ ფინკს სიურპრიზი პირდაპირ ეთერში შესთავაზა. დეპი ჯიმი ქიმელის ტელეშოუზე მივიდა, რომ ფინკი გაეოცებინა – ადრე მომღერალმა აღიარა, რომ ჯონი დეპზე იყო შეყვარებული.
როგორც ფინკმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, ადრე მან დეპი მაღაზიაში შემთხვევით დაინახა, მასთან შეხვედრისგან თავის არიდება სურდა, მაგრამ ფინკის ქმარმა მეუღლეს კუმირთან გასაუბრება აიძულა. ფინკი პირდაპირ ეთერში სიცილით იხსენებდა, რომ საუბარი ვერ შედგა, როდესაც მოულოდნელად სტუდიაში ჯონი დეპი შევიდა. ის მივიდა ფინკთან, მოეხვია და გაესაუბრა მომღერალს. „ეს საშინელებაა! მძულხართ! ეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი დღეა!“ – თქვა დამორცხვებულმა ფინკმა დეპის წასვლის შემდეგ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები