ინგრედიენტები: ნუში – 1 ჭიქა, ვაშლი – 2 ცალი, ყველი ფეტა – ½ ჭიქა, ბროწეულის მარცვლები – ¾ ჭიქა, სალათის ფურცელი, მაიონეზი – 1/3 ჭიქა, რძე – ¼ ჭიქა, შაქარი – 3 ს/კ, ვაშლის ძმარი – 4 ჩ/კ. ლიმონის წვენი – 1 ს/ჩ. ყაყაჩოს მარცვლები – 2 ჩ/კ.
მომზადების წესი: თასში დაჭრილი სალათის ფურცლები, ნუში, სირგძეზე დაჭრილი ვაშლი, კუბიკებად დაჭრილი ყველი ფეტა და ბროწეულის მარცვლები ერთმანეთს შევურიოთ. ცალკე თასში მაიონეზი, რძე, შაქარი, ძმარი, ლიმონის წვენი შევურიოთ. ბოლოს მიღებული სოუსი სალათას მოვასხათ და კარგად ავურიოთ.
სხვა სიახლეები