ანა ახმატოვას და ნიკოლაი გუმილიოვის სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპრად არ იქცა

ძნელია, ანა ახმატოვას და ნიკოლაი გუმილიოვის სიყვარულის ისტორიას რომანტიკული, ან ლამაზი დაარქვა. მან ორივე მხარეს ბევრი ტკივილი და ტანჯვა მოუტანა. ნიკოლაი გუმილიოვმა უარი ანა ახმატოვასგან 3-ჯერ მიიღო, 1 - гумилёв ахматоваთუმცა პოეტი განაგრძობდა ანასთვის საუკეთესო ლექსების მიძღვნას. როდესაც გუმილიოვმა, როგორც იქნა, საყვარელი ქალი დაიპყრო, ცხოვრება, რომელიც ზღაპრად უნდა ქცეულიყო, დაინგრა. მათი ურთიერთობის ტრაგიზმის მიუხედავად, ეს ისტორია საინტერესოა, როგორც ორი გენიალური პოეტის ბედის შერწყმა.
გუმილიოვმა და ახმატოვამ ერთმანეთი ახალ წლამდე „ცარსკოე სელოში“ გაიცნეს. ორივე გიმნაზიაში დადიოდა. ნიკოლაი გუმილიოვი 17 წლის იყო. არაჯანმრთელი ბიჭი, რომელიც საყვარელი ოსკარ უაილდის შთაბეჭდილების ქვეშ იყო, თვალებს და ტუჩებს იღებავდა, თმას იხვევდა და ცილინდრს ატარებდა. 14 წლის ანა გორენკოს კი მაშინ მომავალ მელანქოლიურ პოეტთან, ანა ახმატოვასთან საერთო არაფერი ჰქონდა (რამდენიმე წლის შემდეგ ანა ფსევდონიმად დიდი ბებიის გვარს აიღებს). „შეშლილი“ ხასიათის მიუხედავად, რომელიც დიდ საზოგადოებას აშინებდა, ღია თვალების და ფერმკრთალი კანის მქონე ანა გორენკო, რომელმაც ბოდლერი ორიგინალში იცოდა, ნიკოლაის ნამდვილ ლირიკულ გმირად ევლინებოდა.
გუმილიოვი ანას საერთოდ არ აინტერესებდა, თავად ნიკოლაის კი გოგონა პირველი ნახვით შე2 - гумилёв ахматоваუყვარდა. ანა და ნიკოლაი ერთად სწავლობდნენ და, ბიჭის სასიხარულოდ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გუმილიოვისთვის ეს გატაცებაზე მეტი იყო. მან ანას თავის ლექსებში ქალთევზა უწოდა. 7 წლის შემდეგ, როდესაც ისინი დაქორწინდებიან, გუმილიოვი ერთ-ერთ ლექსს სწორედ „ცარსკოე სელოში“ მათ სეირნობას მიუძღვნის.
გუმილიოვს არც უეჭვია, რომ ანა მასთან მხოლოდ თამაშობდა (სინამდვილეში კი რეპეტიტორზეა შეყვარებული). მან გოგონას ხელი სთხოვა. როდესაც პოეტმა უარი მიიღო, ის პარიზში პირველი სიყვარულის დასავიწყებლად გაემგზავრა…
გუმილიოვი ესწრებოდა ლექციებს სორბონაში, იტალიაში. ამ დროს ანა გაურკვევლობაშია… ბოლოს, გუმილიოვს წერილს უგზავნის, რომელშიც მიანიშნებს, რომ მას ელოდება. პოეტი ყველაფერს ტოვებს და ყირიმში მიემგზავრება, სადაც ახმატოვას ოჯახი ცხოვრობდა. ისინი სეირნობდნენ სანაპიროზე, გუმილიოვმა აღიარა, რომ ყოველთვის უყვარდა ანა, კვლავ ხელი სთხოვა მას და კვლავაც უარი მიიღო.
გუმილიოვი ღრმა დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობას გადაწყვეტს. თუმცა ტბაში დახრჩობის მცდელობაში პოლიცია ჩაერია. ამ შემთხვევითობამ გუმილიოვს თავდაჯერებულობა შემატა. მან დაუწერა ანა ახმატოვას წერილი, რომელშიც მესამედ სთხოვდა ხელს, თუმცა ანამ კვლავაც უარით გაისტუმრა შეყვარებული პოეტი. სასოწარკვეთილი გუმილიოვი შხამის დალევას გადაწყვეტს. საბედნიეროდ, შხამი არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა და გუმილიოვი დილით ტყეში მეტყევემ იპოვა.3 - гумилёв ахматова
ამის შემდეგ გუმილიოვი მოგზაურობს, მან სულიერი კრიზისი დაძლია, თუმცა ანას დავიწყება ვერ მოახერხა და მის ლექსებში საიდუმლო ქალი გაჩნდა. აფრიკულ მოტივებზე შექმნილ მის ყველაზე ცნობილ ლექსში „ჟირაფი“ ასევე გაიელვებს ეს დამწუხრებული ქალბატონი. ლექსი 1908 წელს კრებულში – „რომანტიკული ყვავილები“ გამოქვეყნდა და მითითებული იყო: „ეძღვნება ანა ანდრეევნა გორენკოს“.
გუმილიოვი ხვდებოდა ანას, რადგან ისინი ერთ ლიტერატურულ წრეში ტრიალებენ და ბოლოს, ანა იღებს გუმილიოვის წინადადებას. ქორწინების მოკრძალებული ცერემონია 1910 წლის 25 აპრილს ჩატარდა. არავინ უწინასწარმეტყველებდა ამ კავშირს მრავალ წელს, თუმცა გუმილიოვმა და ახმატოვამ  8 წელი ერთად გაატარეს. სამწუხაროდ, ეს ქორწინება არ იქცა გუმილიოვისთვის გამარჯვებად, რადგან ანა საკუთარ შემოქმედებაზე ზედმეტად იყო კონცენტრირებული და მისი „გულის ცხოვრებაში“ მეუღლისთვის დიდი ადგილი გამოყოფილი არ იყო. თავად გუმილიოვმა კი… შესანიშნავი ქალბატონის სახე მათი ოჯახური ყოველდღიური ცხოვრების ატმოსფეროში გაიქარწყლა. გუმილიოვმა ახალი მუზა იპოვა – დისშვილი მარია. გუმილიოვს გოგონა შეუყვარდა და მანაც იგივე გრძნობით უპასუხა. თუმცა ამის მიზეზი ალბათ მარიას სასიკვდილო დაავადება იყო, რომელიც წყვილს ცოტა დროს უტოვებდა. გუმილიოვმა მაშას „სხვისი ცის“ («Чужое небо») მთელი პირველი ნაწილი უძღვნა.
1912 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ანას და ნიკოლაის პირველი და ერთადერთი შვილი. თუმცა ყოფითი საკითხებისგან შეწუხებული გუმილიოვი საკუთარ გატაცებებს აღარც მალავდა.Akhmatova_by_Altman.jpeg
ანა ახმატოვასაც არაერთი შეყვარებული ჰყავდა. ერთხელაც ანა ახმატოვამ ნიკოლაის გამოუცხადა, რომ სხვა უყვარდა და ისინი უნდა დაშორებოდნენ სამუდამოდ. პოეტის რჩეული უძველესი ეგვიპტის სპეციალისტი ვლადიმირ შილეიკო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ანას და ნიკოლაის ცივი ურთიერთობა ჰქონდათ, გუმილიოვისთვის ეს ამბავი დიდი დარტყმა იყო. მას ისევ უყვარდა ლირიკული გმირი ანა გორენკო.
გუმილიოვმა კიდევ ერთხელ მოიყვანა ცოლი, ახმატოვა კი 3-ჯერ იყო გათხოვილი. თუმცა პოეტის დახვრეტის შემდეგ სწორედ ანა ინახავდა მის ხელნაწერებს, კრებულების გამოცემას ცდილობდა, ეხმარებოდა ბიოგრაფებს და საკუთარ ლექსებს უძღვნიდა.
10 - гумилёв ахматова 9 - гумилёв ахматова 8 - гумилёв ахматова 7 - гумилёв ахматова

2617658
2617658

5 - гумилёв ахматова

კომენტარები

სხვა სიახლეები