რა არის LEMONADE? ბიონსემ ახალი გასაიდუმლოებული პროექტი დააანონსა (ვიდეო)

ბიონსეს შეუძლია და უყვარს საკუთარი თაყვანისმცემლების დაინტრიგება. ყოველი მომდევნო მისი სიურპრიზი წინაზე უფრო გასაიდუმლოებულია. ახლახან მომღერალმა ახალი პროექტი LEMONADE დააანონსა. სრულ ვერსიას ბიონსე საზოგადოებას 23 აპრილს წარუდგენს. უცხოური მედიის ვარაუდით, ვიდეორგოლი შესაძლოა, მომღერლის რიგით მე-6 ალბომის გამოშვებას უკავშირდებოდეს. ამბობენ, რომ ახალი ალბომი სწორედ ამ თვეში გამოვა. თუ რა პროექტია სინამდვილეში, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, ჯერჯერობით კი ინტრიგა ინტრიგად რჩება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები