მსახიობი ნინო ონიანი სექსის ლეგალიზაციას ითხოვს

მსახიობი ნინო ონიანი მარიხუანას დეკლრიმინალიზაციის თემას განსხვავებულად გამოეხმაურა.
როგორც მსახიობი სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს მარიხუანა კი არა, ჯერ სექსი გახდეს ლეგალური. ნინო ონიანმა ქართველებს ბევრი სექსი უსურვა.
„ბეეევრიი სექსიი ქართველეეებს! მოვითხოვ სექსის ლეგალიზაციააას!“ – წერს ნინო ონიანი.
სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტის კომენტარებში ავტორი აქტიურად იყო ჩართული, ერთ-ერთ ფეისბუქმეგობარს ონიანმა ასე უპასუხა: „იქნებ დაწყნარდნენ ცოტა… რა ვიცი, სხვა ამაზე კარგი რა მოვითხოვო? მარიხუანა კი არა, ჯერ სექსი გახდეს ლეგალური და მარიხუანაზე მერე შევიტანოთ განცხადება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები