რუსეთში გაყინულ წყალში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა (ვიდეო)

რუსუთის ქალაქ ეკატერინბურგში გაყინულ წყალში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. ადგილობრივი „სელაპების“ კლუბის წარმომადგენლების თქმით, კიდევ უფრო მეტი გამძლეობისთვის ინტელექტუალური თამაში ყველაზე კარგი საშუალებაა.
უჩვეულო ტურნირი ეკატერინბურგთან ახლოს მდებარე შარტაშის ტბაზე გაიმართა. წყლის ტემპერატურა ტურნირის დროს ხუთ გრადუსს შეადგენდა. ამასთანავე, ექიმები გაყინულ წყალში ასეთ ვარჯიშებს მხარს არ უჭერენ. მოუმზადებელი ადამიანის სიცოცხლეს ასეთი ექსტრემალური სპორტით დაკავების შემთხვევაში რეალური საფრთხე ემუქრება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები