ანჯელინა ჯოლი ტვიტერზე დიალოგს აქვეყნებს – “ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ქრისტიანი ცოლ-ქმრის მანქანა გააჩერა
სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ჰოლუვუდელი მსახიობის ანჯელი ჯოლის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსი ვრცელდება.
ვარსკვლავი ტვიტერზე დიალოგს აქვეყნებს:
„გუშინ “ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ქრისტიანი ცოლ-ქმრის მანქანა გააჩერა: ი.ს. – მუსულმანი ხართ? ქრისტიანი მამაკაცი: – დიახ, ვარ.
ი.ს. – თუ მუსულმანი ხარ, „ყურანიდან“ ამონარიდი წამიკითხე!
ქრისტიანმა მამაკაცმა წაიკითხა ამონარიდი „ბიბლიიდან“. “ისლამური სახელმწიფოს” წევრმა მეუღლეები გაუშვა.
მოგვიანებით ცოლმა ქმარს უთხრა: – არ მჯერა, რომ ასე გარისკვა შეძელი, რომ გაეგოთ, ატყუებ, ორივეს დაგვხოცავდნენ! –
ნუ ღელავ! „ყურანი“ რომ იცოდნენ, ხალხის ხოცვას არ დაიწყებდნენ! – უპასუხა ქმარმა.
„ისლამური სახელმწიფო“ ისლამი არ არის.
ტერორიზმს რელიგია არ აქვს”. – წერს ანჯელინა.