24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი პროექტები წარმატებით განხორციელდება და გამარჯვებასაც მოგიტანთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. გაბედულად იმოქმედეთ, გამარჯვება თქვენ მხარესაა.

კურო
კარგი დღეა ახალი თანამდებობის დასაკავებლად; ახალი საქმეების დასაწყებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სემინარებსა და კურსებზე საჭირო ადამიანებს გაიცნობთ.

ტყუპი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. კარგი დღეა ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაზიდად; კოლეგებთან ერთად პროექტების განსახილველად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი
მოსალოდნელია საბედისწერო ნაცნობობა. ყურადღება გმართებთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან.

ქალწული
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და  ცხოვრებაში ცვლილებებს დაისახავთ. აღადგინეთ ურთიერთობას დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად.

სასწორი
შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით; ზოგი სასიყვარულო ურთიერთობას კოლეგასთან გააბამს.

მორიელი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. კარგი დღეა ცვლილებებისთვის. ზოგიერთს ახალ თანამდებობას, ახალი პროექტების ხელმძღვანელობას დაავალებენ.

მშვილდოსანი
საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. კონფლიქტებს დიპლომატიურად მოაგვარებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

თხის რქა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ მიმდინარე პროექტებზე მუშაობა და ახლების დაწყება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
შესრულებული სამუშაო სიამოვნებას მოგანიჭებთ და წარმატებას მოგიტანთ. ახალ, საინტერესო ამბებსაც გაიგებთ. კარგი დღეა ახლობლებთან ერთად მგზავრობისთვის, სამოგზაუროდ.

თევზები
ეს დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებას გპირდებათ; გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანისგან მოსალოდნელია სიურპრიზი.

კომენტარები

სხვა სიახლეები