ნასამ შავი ხვრელიდან გამომავალი უცნაური სინათლე შეამჩნია

აუცილებელი არ არის ერკვეოდე მეცნიერებაში რომ იცოდე – შავი ხვრელი ყველაფერს ისრუტავს და გარეთ არაფერს არ უშვებს. მაგრამ ახლახან ნასამ შეამჩნია რაღაც უზარმაზარი, უცნაური ობიექტი შავ ხვრელ Markarian 335-თან. ნასას ორმა ტელესკოპმა, მათ შორის ბირთვულმა სპექტროსკოპულმა ტელესკოპმა (NuSTAR) შეამჩნია შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგიის მასა. სინამდვილეში რა მოხდა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს მეცნიერები ეძებენ. “ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ შავი ხვრელის გვირგვინიდან გამომავალი კაშკაშა სინათლე ე. წ. დენ ვილკინსის წმინდა მერის სამყაროს. ეს მოვლენა დაგვეხმარება გავერკვიოთ იმაში თუ როგორ აძლიერებს სუპერმასიური შავი ხვრელი ზოგიერთ კაშკაშა ობიექტს სამყაროში,“ – განაცხადა Nustar-ის გენერალურმა მკვლევარმა ფიონა ჰარისონმა.12208244_1186264298058826_2076500435_n
მას ასევე აღნიშნა, რომ ამ ენერგეტიკული წყაროს ბუნება არის “მისტიკური” , ასევე დაამატა, რომ ამ უცნაური მოვლენის ფირზე ჩაწერამ შესაძლებელი გახადა მიგვანიშნოს შავი ხვრელის ზომასა და სტრუქტურაზე და ასევე იმაზე თუ როგორ ფუნქციონირებენ შავი ხვრელები. ჩვენდა საბედნიეროდ შავი ხვრელი დედამიწიდან 324 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ასე რომ ამ უცნაურ რაღაცას არანაირი ზეგავლენა არ ექნება მზის სისტემაზე.

თორნიკე ბიძინაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები