როგორია მზე სინამდვილეში – „ნასამ“ ციური მნათობი სხეულის პირველი კადრები გაავრცელა (ვიდეო+ფოტო)

 

როგორ გამოიყურება მზე ახლოდან. ახალი ექსკლუზიური ვიდეო-კადრები ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გაავრცელა. მაღალი ხარისხით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რა პროცესები და ბუნებრივი აფეთქებები მიმდინარეობს მზის ზედაპირზე. ციური სხეულის პირველი ვიდეო-კადრების გადაღება, კოსმოსურმა აპარატმა – მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO)  მოახდინა, რომელიც  გალაქტიკაში 2010 წელს გაუშვეს. ვიდეო მნახველებს საშუალებას აძლევს, ახლოდან ადევნონ თვალი, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში მზე და რა პროცესები ვითარდება მასზე.

ვარსკვლავი მზე თითქმის იდეალურად სფერულია და  შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები.  მზის დიამეტრი  დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია, რაც დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდია. მისი მასა 1.989×1030 კილოგრამია, რაც დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება.  ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი  შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.

მზე 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა  დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა.

დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში  (ივლისში). ამ საშუალო მანძილზე სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისაღწევად დაახლოებით 8 წუთი და 19 წამი სჭირდება.

https://www.youtube.com/watch?v=VXUlz3EZKFs&feature=youtu.be

1797368_619296808117546_1929135180_n 1891286_10153812954241869_6416140617643384593_n 10334372_724082407638985_5320413868848234859_n 10417765_728268657220360_5445384491267034251_n 10450261_781193258594566_655976131147570314_o 10675595_770094119704480_2816564005791886895_n 10676356_731083926938833_8392484237446133268_n 10703511_733559440024615_8379589554414417650_n 10712996_736437173070175_3419753625401558650_n

კომენტარები

სხვა სიახლეები