ნიკოლოზ ვაშაკიძე: კინო არა მარტო უნდა ასახავდეს, არამედ, პირველ რიგში, უნდა ქმნიდეს რეალობას!

გაიგეთ, რომ კინო არა მარტო უნდა ასახავდეს, არამედ, პირველ რიგში, უნდა ქმნიდეს რეალობას! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს.

“ახლა ვუყურებ რუსთავ 2 – ზე ახალი ქართული ფილმის “მე ვარ ბესო” პრემიერას. აღარ შეიძლება უკვე ასე… 25 წელია ქართული კინო ერთ წრეზე ტრიალებს – ნატურალისტური “ჩერნუხა” სუსტი რეჟისურით და სამოყვარულო დონის საოპერატორო მუშაობის თანხლებით. რა თქმა უნდა, პერმანენტული გინება… საერთოდ, რატომ ჰგონიათ ქართველ “კინოხელოვანებს” რომ კინოს დანიშნულება მხოლოდ ნატურალისტური რეალიზმია? თუმცა, ამასაც უნიჭოდ აკეთებენ! გაიგეთ, რომ კინო არა მარტო უნდა ასახავდეს, არამედ, პირველ რიგში, უნდა ქმნიდეს რეალობას! და, საერთოდ, სად დაიკარგა ე.წ. “კრუპნი პლანი”? მგონი, 20 წელზე მეტია, ეს ქარულ ფილმში არ მინახავს” – წერს ვაშაკიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები