ია ფარულავა: ინგა შეუცვლელია (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გადაცემა “facetime”-ის ვიდეო-ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც მსახიობი ია ფარულავა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს დახურვის შესახებ საკუთარ პოზიციას გამოხატავს. “ინგა გრიგოლიას როგორ ჩავანაცვლებ? ინგა სულ სხვა მასშტაბების ჟურნალისტია, ინგა არის ცეცხლი და შეუცვლელი ჟურნალისტი”, – განაცხადა ია ფარულავამ. მსახიობი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან გადაცემა “იმედის კვირის” წამყვანის პოზიციაზე შეთავაზება მიიღო.
მან აღნიშნული უარყო და აღნიშნა, რომ 7 სექტემბრიდან გაზეთ “პრაიმ-ტაიმში” საგაზეთო რუბრიკას გაუძღვება, სადაც ქართულ თოქ-შოუებს გააკრიტიკებს.
ფარულავამ “Facetime”-ში მაია ასათიანისა და გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემებიც გააკრიტიკა და დასძინა, რომ მისი რუბრიკა ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემასაც შეეხება. რაც შეეხება ია ფარულავას მოსაზრებას დღევანდელი ქართული სატელევიზო ეთერის შესახებ, მას მიაჩნია, რომ სატელევიზიო ეთერს ინტელექტი, სიღრმე და შემეცნებითი ხასიათის გადაცემები აკლია.

 

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=JZptmoVLnYo&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები