თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლე თიკა თინიკაშვილი საკუთარი სამოსის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოხდა, როდესაც თიკას შაბიამნისფერმა კოსტიუმმა, რომელსაც ჩოხის ორნამენტები “ამშვენებდა”, მთელი თბილისი აალაპარაკა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოჩენილმა თიკამ ამჯერად საკუთარი მშვენიერი იერით მიიპყრო ყურადღება. მას ელეგანტური შავი კაბა ამშვენებდა.
წყარო: http://www.ambebi.ge