2010 წლის 22 ივლისს პოეტ გელა დაიაურის ოჯახი- მეუღლე თეონა და შვილები – ჯარჯი და დემეტრე მუცოს ხეობაში ავტოავარიაში დაიღუპნენ.
დემეტრე დღეს შვიდი წლის გახდებოდა.
გელა დაიაური შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:
“მაპატიე, შვილო… მე რომ აქ ვარ… მაპატიე, ჩემი არსებობა… მე ხომ მიზეზი ვარ შენი ბოლო ამოსუნთქვის….აქედან გილოცავ დაბადების დღეს… მიყვარხარ და მახსოვხარ…
უფალი გფარავდეთ მანდ შენ, დედიკოს და ჯარჯის… მიყვარხართ…”
წყარო: www.reitingi.ge