9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენს ცხოვრებაში გამოცდილი, ასაკოვანი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან და წინსვლაშიც შეგიწყობენ ხელს.

კურო
კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, რემონტის დასაწყებად. პირადი ცხოვრების მოწყობისას მეტი მოთმინება გმართებთ.

ტყუპი
პირადი ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, – მეგობარი შეიძლება თქვენი შეყვარებული გახდეს და შეყვარებული – მეგობარი.

კირჩხიბი
უჩვეულო იდეებსაც კი წარმატებით განახორციელებთ, აღარაფერს ვამბობთ ყოველდღიურ საქმეებზე. გარისკეთ და გაგიმართლებთ, იღბალი თქვენ მხარეზეა.

ლომი
მოერიდეთ დაპირისპირებას სამართალდამცველებთან, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელთან. არ დააგვიანოთ საქმიან შეხვედრაზე.

ქალწული
თქვენთვის რთული სიტუაცია არ არსებობს. ნებისმიერი შემთხვევა მშვიდად განიხილეთ და მშვიდადვე

მოაგვარეთ. ნუ ინერვიულებთ, გამარჯვება თქვენ მხარესაა.

სასწორი
ზოგიერთს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა, მეუღლესთან დაშორება ელის. პანიკაში ნუ ჩავარდებით. ემოციების გარეშე გაანალიზეთ სიტუაცია. დახმარებას ოჯახის წევრები და მეგობრები აღმოგიჩენენ.

მორიელი
სამოსის, ავეჯის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა რემონტის დასაწყებად. თუმცა, ფულის ხარჯვა ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ, რათა უსიამოვნებები აიცილოთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ უსიამოვნებას სამართალდამცველებთან. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების, ვიზის გაფორმებისას. ყურადღებით წაიკითხეთ ყველა საბუთი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროთ.

თხის რქა
ახალი მეგობრები და თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან. საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საბინაო პირობები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
მოგზაურობის, ქალაქგარეთ დასვენების შანსი არ გაუშვათ ხელიდან. მზად ხართ თავგადასავლებისთვის, თუმცა ზომიერება გმართებთ. თავშეკავება გამოიჩინეთ საქმიანი შეხვედრების დროსაც.

თევზები
სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. ყურადღებით გაეცანით საკუთარ მოვალეობებსა და პირობებს. წარმატებას მიაღწევთ, თუ მიზანმიმართულად იმოქმედებთ.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები