AI-ის ეპოქა: ჩინეთში უნივერსიტეტებში 12 000-ზე მეტი სპეციალობა გააუქმეს

ჩინეთში უმაღლესი განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ქვეყნის უნივერსიტეტებმა 2021-2025 წლებში 12 200 საბაკალავრო პროგრამა გააუქმეს ან შეაჩერეს, პარალელურად კი 10 200 ახალი სპეციალობა დაამატეს. შედეგად, ქვეყნის უნივერსიტეტებში არსებული პროგრამების 30%-ზე მეტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

რეფორმის მთავარი მიზანი განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანაა. ყველაზე მეტად შემცირდა ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, უცხო ენებისა და მენეჯმენტის მიმართულებები, ხოლო მათი ადგილი ხელოვნურ ინტელექტთან, რობოტიკასთან, დიდი მონაცემების ანალიზსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროებთან დაკავშირებულმა პროგრამებმა დაიკავა.

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებმა უფრო აქტიურად უნდა მოამზადონ კადრები იმ დარგებისთვის, რომლებიც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ამავე დროს, ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სპეციალობების შეცვლა ახალგაზრდებში დასაქმების პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის.

ჩინეთი ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უთმობს და უნივერსიტეტებშიც AI-სთან დაკავშირებული პროგრამების რაოდენობა სწრაფად იზრდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები