სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩაში გადაადგილდება, როდესაც მას ფოტოგრაფები იღებენ. კადრებში ჩანს, რომ ჯოლი კამერების მიმართ მშვიდ დამოკიდებულებას ინარჩუნებს — იგი პაპარაცებს ხელს უქნევს და გზას აგრძელებს.
ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და მომხმარებლების ყურადღებაც მიიპყრო. ჯოლი ცნობილია იმით, რომ პაპარაცების ყურადღებას, როგორც წესი, თავშეკავებულად და მშვიდად პასუხობს.